ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსებმა დამატებითი მობილიზაცია უკვე დაიწყეს - მათი ტექნიკური მხარდაჭერით ჩრდილოეთ კორეაში „შაჰედის“ ტიპის დრონების წარმოება დაიწყო

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსებმა დამატებითი მობილიზაცია უკვე დაიწყეს - მათი ტექნიკური მხარდაჭერით ჩრდილოეთ კორეაში „შაჰედის“ ტიპის დრონების წარმოება დაიწყო

რუსებმა დამატებითი მობილიზაცია უკვე დაიწყეს , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა.

„ისინი სხვადასხვა საშუალებით ზრდიან იმ ადამიანების რაოდენობას, რომელთა რეკრუტირებასაც ახდენენ. ასევე, ისინი უცხოელების რეკრუტირების გაზრდასაც გეგმავენ“, - აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, ამჟამად რუსეთის ტერიტორიაზე 8 000-ზე მეტი ჩრდილოეთ კორეელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება.

„გარდა ამისა, მზადება მიმდინარეობს დამატებით 10000 სამხედროს განლაგებისთვის - ახლა მათი წვრთნებისთვის და შემდეგ რუსეთში გასაგზავნად შერჩევა მიმდინარეობს. ამის სანაცვლოდ, რუსეთი ტექნოლოგიებით იხდის: რუსეთის ტექნიკური მხარდაჭერით ჩრდილოეთ კორეაში „შაჰედის“ ტიპის დრონების წარმოება დაიწყო“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 სექტემბერი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.