ვოლოდიმირ ზელენსკი - კიევზე თავდასხმის დროს ფრთოსანი რაკეტების დაახლოებით 90% ჩამოვაგდეთ, ბალისტიკურ რაკეტებთან დაკავშირებით მდგომარეობა მნიშვნელოვნად უფრო ცუდადაა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებული შეტევის დროს ფრთოსანი რაკეტების დაახლოებით 90%-ი ჩამოაგდეს, ბალისტიკურ რაკეტებთან დაკავშირებით კი მდგომარეობა უფრო ცუდადაა.
„დარტყმა კომბინირებული იყო: მრავალი ბალისტიკური რაკეტა, ფრთოსანი რაკეტა და დრონი. სამწუხაროდ, ამჟამად ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ ბრძოლა ყველაზე რთულია. თუ ამ დარტყმის დროს ჩამოგდებული ფრთოსანი რაკეტების პროცენტული მაჩვენებელი დაახლოებით 90%-ს შეადგენს, ბალისტიკურ რაკეტებთან დაკავშირებით მდგომარეობა მნიშვნელოვნად უარესია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, რუსეთის თავდასხმამ 200-ზე მეტი ობიექტი დააზიანა, მათ შორის 86 სახლი, ბავშვთა საავადმყოფო, სოციალური ინფრასტრუქტურა და საცალო ვაჭრობის ობიექტები. „რუსეთის ამ დარტყმას აუცილებლად ვუპასუხებთ, ისევე როგორც რუსეთის სხვა დარტყმებს - ვუპასუხებთ სამართლიანად და შორ მანძილზე. უკრაინის შორ მანძილზე მოქმედი ძალები კიდევ უფრო მეტ რესურსს მიიღებენ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.
20 აგვისტოს ღამეს რუსებმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც 15 ადამიანი დაიღუპა. საღამოს რუსებმა დედაქალაქს კვლავ დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.