ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა იქნება ევროკავშირში, ორბანთან ერთად ან მის გარეშე, რადგან ეს უკრაინელი ხალხის არჩევანია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდება, მიუხედავად უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანის პოზიციისა.

ამის შესახებ მან ნიდერლანდების პრემიერმინისტრ დიკ სხოფთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ზელენსკიმ თქვა, რომ დარწმუნებულია, რომ უნგრელი ხალხი უკრაინას ნებისმიერ შემთხვევაში უჭერს მხარს.

“უკრაინა იქნება ევროკავშირში, ორბანთან ერთად ან მის გარეშე, რადგან ეს უკრაინელი ხალხის არჩევანია”, – თქვა მან.

ზელენსკიმ კომენტარი გააკეთა პროცედურული წესების შეცვლის შესაძლებლობაზე, რათა ევროკავშირის გაფართოებისთვის ერთსულოვანი გადაწყვეტილება აღარ იყოს საჭირო.

„პროცედურის შეცვლა ნიშნავს იმის გზის პოვნას, თუ როგორ უნდა გაკეთდეს ეს [უნგრეთის] გარეშე. როდესაც უმრავლესობა – ყველა ქვეყანა უნგრეთის გარდა – მხარს უჭერს უკრაინას, მათ [ევროკავშირში] ესმით, რომ ეს უნდა მოხდეს“, — თქვა მან.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინამ შეასრულა ყველა ტექნიკური მოთხოვნა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესში პირველი კლასტერის გასახსნელად.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება