ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა ევროკავშირში იქნება, ორბანთან ერთად, თუ მის გარეშე

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა ევროკავშირში იქნება, ორბანთან ერთად, თუ მის გარეშე

უკრაინა ევროკავშირში იქნება, ორბანთან ერთად თუ მის გარეშე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრთან, დიკ სხოფთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„უკრაინა ევროკავშირში იქნება, ორბანთან ერთად, თუ მის გარეშე, რადგან ეს უკრაინელი ხალხის არჩევანია. დარწმუნებული ვარ, უნგრელი ხალხი ნებისმიერ შემთხვევაში უკრაინას მხარს უჭერს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, უკრაინა მთელი ევროპის კონტინენტის თავისუფლებისთვის იბრძვის.
„უკრაინა ყველასთვის იბრძვის, როგორ თავისი თავისუფლებისთვის, ისე ევროპის თავისუფლებისთვის. ვნახეთ, დრონებით რამდენი თავდასხმა განხორციელდა ევროპელებზე, როგორი რისკებია. უკრაინა ევროპელებს თავის გამოცდილებას უზიარებს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.