ვიქტორ ორბანი – ზელენსკი კვლავ იყენებს ჩვეულ მორალური შანტაჟის ტაქტიკას – ბატონო პრეზიდენტო, ევროკავშირში შანტაჟის გამოყენებით არცერთი ქვეყანა არ გაწევრიანებულა და ეს არც ახლა მოხდება

როგორც ჩანს, პრეზიდენტ ზელენსკის სურს გადაწყვიტოს, რა არის საუკეთესო უნგრელებისთვის, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი X-ზე წერს.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, „უკრაინა ევროკავშირში იქნება, ორბანთან ერთად თუ მის გარეშე“.
„ის კვლავ იყენებს თავის ჩვეულ მორალური შანტაჟის ტაქტიკას, რომ აიძულოს ქვეყნები მხარი დაუჭირონ მის ომის ძალისხმევას. ბატონო პრეზიდენტო, უნგრეთს არ აქვს იმის მორალური ვალდებულება, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. ევროკავშირში შანტაჟის გამოყენებით არცერთი ქვეყანა არ გაწევრიანებულა და ეს არც ახლა მოხდება. ევროკავშირის ხელშეკრულებაში გაურკვევლობა არ არის: გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას წევრი სახელმწიფოები ერთხმად იღებენ“, – წერს ორბანი.
მისი თქმით, „უნგრელმა ხალხმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო და მათ რეფერენდუმით უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარი განაცხადეს“.
„თუ ამის შეცვლა გსურთ, მედია კამპანია, რომელსაც უნგრეთის წინააღმდეგ აწარმოებთ, მეგობრების შესაძენად საუკეთესო გზა ალბათ არ არის“,-აცხადებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – ივანიშვილმა და მისმა კრიმინალებმა ეზოებში მოგვაკითხეს, უბნებში გვკლავენ, გვესვრიან, გვხვრეტენ და ამ დროს სად არის ხალხი? – „ქოცებო“ მართლა გჯერათ, რომ მე ვარ საშიში გარეთ და მკვლელები არა?!

ონისე ოქრიაშვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებული: იმ ყველაფრის პატივისცემა, რასაც ჩვენ ჩვენი მშობლები გვასწავლიდნენ, რასაც პირადად მე დედაჩემი მასწავლიდა, რომელიც ათწლეულებია სკოლაში მუშაობს და მომავალი თაობა მისთვის პირველი საზრუნავია