ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინამ ახლო აღმოსავლეთში სამხედრო მრჩევლების სამი ჯგუფი გაგზავნა

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინამ ახლო აღმოსავლეთში სამხედრო მრჩევლების სამი ჯგუფი გაგზავნა

უკრაინამ ახლო აღმოსავლეთში სამხედრო მრჩევლების სამი ჯგუფი გაგზავნა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

“რაც შეეხება ახლო აღმოსავლეთში ვითარებას, ჩვენი გუნდები გავგზავნეთ. სამი პროფესიონალური, დაკომპლექტებული გუნდი… ამ კვირის განმავლობაში სამივე იქნება სამ სხვადასხვა ქვეყანაში. პირველი სამი ქვეყანა, სადაც ჩვენი შეთანხმებებით გავგზავნეთ - კატარი, არაბთან გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი”, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინისადმი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების პროგრამა ლოგიკურად “დრონებზე შეთანხმების” პროგრამაში შედის, რომელსაც უკრაინა აქამდე აშშ-ს სთავაზობდა.

„ამას ვთავაზობდით უპირველეს ყოვლისა ამერიკელებს, ჩვენს პარტნიორებს. ხოლო ის, რომ დღეს ახლო აღმოსავლეთს ჩვენდამი ასეთი მოთხოვნა აქვს, ეს ყველაფერი არის პრინციპში “დრონებზე შეთანხმების” ნაწილი. ამიტომ “დრონებზე შეთანხმება” აშშ-სთვის სავსებით აქტუალურია”, - განაცხადა ზელენსკიმ.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.