არქივი5 მარტი, 2026, 22:23
ვოლოდიმირ ზელენსკი - ახლო აღმოსავლეთში „შაჰედებისგან” დაცვის საკითხში დასახმარებლად აშშ-სგან თხოვნა მივიღეთ

ახლო აღმოსავლეთში „შაჰედების“ წინააღმდეგ დასახმარებლად აშშ-სგან თხოვნა მივიღეთ , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
„აშშ-სგან თხოვნა მივიღეთ კონკრეტული დახმარების აღმოსაჩენად ახლო აღმოსავლეთის რეგიონში „შაჰედებისგან“ დაცვის საკითხში“, - წერს ზელენსკი X-ზე.
ზელენსკის ცნობით, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უკრაინელი სპეციალისტების ჩართვის ბრძანება გასცა.
„უკრაინა ეხმარება პარტნიორებს, რომლებიც ჩვენს უსაფრთხოებასა და ჩვენი ხალხის დაცვას უზრუნველყოფენ“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.