ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Washington Post - რუსეთი ირანს ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე დარტყმებისთვის ინფორმაციას აწვდის

Washington Post  - რუსეთი ირანს ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე დარტყმებისთვის ინფორმაციას აწვდის

რუსეთი ირანს ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე დარტყმებისთვის ინფორმაციას აწვდის, - ამის შესახებ ინფორმაციას Washington Post-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, რუსეთი ირანს ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ობიექტების, მათ შორის, გემებისა და თვითმფრინავების ადგილმდებარეობის შესახებ დაზვერვის მონაცემებს კონფლიქტის დაწყების შემდეგ უზიარებს.

წყაროების განცხადებით, რუსეთის მიერ ირანისთვის გადაცემული დაზვერვის მონაცემების მასშტაბი ჯერჯერობით უცნობია.

ერთ-ერთი ოფიციალური პირის თქმით, რუსეთის დახმარება „საკმაოდ ყოვლისმომცველია“.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.