ჩვენ გვჭირდება სამხედრო დახმარება პარტნიორებისგან, რომლის ნაწილს ვიღებთ, ნაწილს კი ველოდებით –

უკრაინის პრეზიდენტი ფრონტის ხაზზე არსებულ რთულ ვითარებაზე საუბრობს. ამბობს, რომ უკრაინას პარტნიორებისგან სამხედრო დახმარება სჭირდება.
“ამ წლის გაძლება მთლიანად ამ ომის გაძლებას ნიშნავს. მნიშვნელოვანი დროა, ბევრ რამეში გადამწყვეტი. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამას იაზრებს, ვინც ეხმარება სახელმწიფოს უფრო ძლიერი გახდეს, ხოლო ჩვენს მებრძოლებს – მტრის განადგურების შესაძლებლობა ჰქონდეთ. ჩვენ გვჭირდება სამხედრო დახმარება პარტნიორებისგან, რომლის ნაწილს ვიღებთ, ნაწილს კი ველოდებით. მადლობა გერმანიას დახმარების მორიგი პაკეტისთვის ეს საჰაერო თავდაცვის რაკეტებია, 155 კალიბრის არტილერია, ასევე სხვა აუცილებელი რაღაცები. მადლობა. ძალიან დროული პაკეტია. ჩვენი სხვა პარტნიორებისგანაც ველით ასეთ ნაბიჯებს, კერძოდ შეერთებული შტატებისგან, რათა ამ ზამთრისგან, როგორც წინასგან, რუსულმა ტერორმა ვერაფრის მოგება ვერ შეძლოს,” – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

დათა გვასალია ლევან სანიკიძეს: ცოტა უხერხულია ცოტნე ივანიშვილსა და მის მამაზე საუბარი მაშინ, როცა საკუთარ სახლში პრინციპების გადაფასების ასეთი მასშტაბური კონვეიერი გაქვთ გამართული

ანამარია ქუთათელაძე: საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია სულ უფრო მეტად ემთხვევა საერთაშორისო მიდგომებს, რომლებიც ახალგაზრდების კეთილდღეობას განიხილავენ, როგორც მდგრადი განვითარების ერთ-ერთ მთავარ საფუძველს