რუსებმა დარტყმა განახორციელეს ჩვეულებრივ საცხოვრებელ შენობაზე, ყოველთვის უნდა გრძნობდეს, რომ არც ერთი ასეთი თავდასხმა უშედეგოდ არ ჩაივლის –

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის 683-ე დღეს რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქის პოკროვსკის რაიონი დაბომბეს. დაიღუპა 11 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი. დაშავებულია 8 მოქალაქე. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. დღის განმავლობაში 45 საბრძოლო შეტაკება მოხდა.
პრეზიდენტი თავის ყოველდღიურ მიმართვას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ რუსეთის მხრიდან ტერორის ყოველ გამოვლინებასა და უკრაინაზე ზეწოლის გაძლიერების ყოველ მცდელობაზე იქნება უკრაინის ადეკვატური პასუხი.
“დონეცკის და პოკროვსკის ოლქში რუსული სარაკეტო დარტყმის შემდეგ მიმდინარეობს სამაშველო ოპერაციები. ყველა დაშავებული იღებს აუცილებელ დახმარებას. ჯერჯერობით, ცნობილია ათამდე ადამიანის დაღუპვის შესახებ, სამწუხაროდ, მათ შორის ბავშვებიც არიან. ვუსამძიმრებ ყველას, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგა. რუსებმა დარტყმა განახორციელეს ჩვეულებრივ საცხოვრებელ შენობაზე. ყოველთვის უნდა გრძნობდეს, რომ არც ერთი ასეთი თავდასხმა უშედეგოდ არ ჩაივლის. ეს უნდა უზრუნველვყოთ ჩვენი ძალებით, ჩვენივე თავდაცვითა და პოლიტიკური შესაძლებლობებით,” – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

დათა გვასალია ლევან სანიკიძეს: ცოტა უხერხულია ცოტნე ივანიშვილსა და მის მამაზე საუბარი მაშინ, როცა საკუთარ სახლში პრინციპების გადაფასების ასეთი მასშტაბური კონვეიერი გაქვთ გამართული

ანამარია ქუთათელაძე: საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია სულ უფრო მეტად ემთხვევა საერთაშორისო მიდგომებს, რომლებიც ახალგაზრდების კეთილდღეობას განიხილავენ, როგორც მდგრადი განვითარების ერთ-ერთ მთავარ საფუძველს