ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი თავის სტრატეგიას არ ცვლის და ამ ტერორის წინააღმდეგ ჩვენი თავდაცვა უნდა გავაძლიეროთ

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი თავის სტრატეგიას არ ცვლის და ამ ტერორის წინააღმდეგ ჩვენი თავდაცვა უნდა გავაძლიეროთ

რუსეთი თავის სტრატეგიას არ ცვლის და ამ ტერორის წინააღმდეგ ჩვენი თავდაცვა უნდა გავაძლიეროთ, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული ძალების მიერ ვინიცაზე, დნიპროზე, ხარკოვსა და ოდესაზე განხორციელებულ საჰაერო იერიშებს.
“რუსების სამიზნე ენერგო ინფრასტრუქტურა იყო. ელექტროენერგიის აღსადგენად კრივი-რიჰში სამუშაოები მიმდინარეობს. სამწუხაროდ, 15 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი”, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.
უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, ქვეყნის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული 200-მდე დრონი ჩამოაგდეს.
“ჩვენი თავდაცვა სისტემატურად უნდა გავაძლიეროთ: მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემითა და დრონით, რათა რუსეთმა ჩვენი პასუხი იგრძნოს“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.