ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი - არის მაღალი დონის პოლიტიკური სიგნალები, კარგი სიგნალები, მათ შორის შეერთებული შტატებისგან და ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან - უახლოეს მომავალში ძლიერ ნაბიჯებს ველით რუსეთის წინააღმდეგ

ვოლოდიმირ ზელენსკი - არის მაღალი დონის პოლიტიკური სიგნალები, კარგი სიგნალები, მათ შორის შეერთებული შტატებისგან და ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან - უახლოეს მომავალში ძლიერ ნაბიჯებს ველით რუსეთის წინააღმდეგ

არის კარგი სიგნალები შეერთებული შთატებისგან და ევროპელი მეგობრებისგან,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.
„არის მაღალი დონის პოლიტიკური სიგნალები - კარგი სიგნალები, მათ შორის შეერთებული შტატებისგან, ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან. ყველა მხრივ [სამხედრო დახმარების] მიწოდებები აღდგენილია. გავაგრძელებთ მომდევნო კვირას ამერიკულ მხარესთან მუშაობას სამხედრო დონეზე, კერძოდ ჩვენი სამხედროები გენერალ კელოგთან [ტრამპის სპეცწარმომადგენელი]. ვამზადებთ ახალ ევროპულ თავდაცვით პაკეტებსაც. უახლოეს მომავალში ძლიერ ნაბიჯებს ველით რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზეც ამ ომისთვის: ზეწოლამ უნდა იმუშაოს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.