ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი - ღამით რუსეთმა მასიური კომბინირებული შეტევა განახორციელა - პარტნიორების მხრიდან იარაღის წარმოებაში ინვესტიციებისა და ტექნოლოგიების განვითარების კუთხით უფრო სწრაფად მოქმედებაა საჭირო

ვოლოდიმირ ზელენსკი - ღამით რუსეთმა მასიური კომბინირებული შეტევა განახორციელა - პარტნიორების მხრიდან იარაღის წარმოებაში ინვესტიციებისა და ტექნოლოგიების განვითარების კუთხით უფრო სწრაფად მოქმედებაა საჭირო

რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 400-მდე დრონი და 18 რაკეტა გაუშვა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ღამით რუსეთმა მასიური კომბინირებული შეტევა განახორციელა, რომელიც თითქმის 10 საათს გაგრძელდა. მთავარი სამიზნე კიევი იყო. სამწუხაროდ, კიევში ორი ადამიანი დაიღუპა. მათ ოჯახებსა და ახლობლებს ვუსამძიმრებ. ბოლო მონაცემებით, 16 ადამიანი დაშავდა“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.
მისი თქმით, „რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დაუყოვნებლივ უნდა დაწესდეს და ზეწოლა გაიზარდოს“.
„ეს რუსეთის მიერ ტერორის აშკარა ესკალაციას წარმოადგენს. ჩვენი პარტნიორების მხრიდან იარაღის წარმოებაში ინვესტიციებისა და ტექნოლოგიების განვითარების კუთხით უფრო სწრაფად მოქმედებაა საჭირო. დღეს პარტნიორებთან დრონების წარმოებისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფის შესახებ ვისაუბრებ. რუსეთის მსგავს თავდასხმებს მკაცრი პასუხი უნდა მოჰყვეს“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.