ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ტრამპის, მზადყოფნისთვის, ჩვენი ხალხი დაიცვას - ომი მხოლოდ პუტინის სურვილის გამო გრძელდება

ვოლოდიმირ ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ტრამპის, მზადყოფნისთვის, ჩვენი ხალხი დაიცვას - ომი მხოლოდ პუტინის სურვილის გამო გრძელდება

პრეზიდენტ ტრამპის მადლობელი ვარ მისი მზადყოფნის გამო, რომ ჩვენი ხალხი დაიცვას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე წერს.

„ეს ომი მხოლოდ რუსეთის გამო გრძელდება, პუტინის სურვილის გამო, რომ იგი გააჭიანუროს. რუსეთი ცდილობს ომი „ახალ ნორმად“ აქციოს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ რუსეთი იძულებული გახდეს მკვლელობები შეწყვიტოს, რათა რეალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას მივაღწიოთ. მშვიდობის მიღწევა მხოლოდ ძალის მეშვეობით არის შესაძლებელი“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მისი თქმით, „რუსეთის ომის დაფინანსება უნდა დასრულდეს“.

„მისი კავშირები ჩრდილოეთ კორეასთან და ირანთან უნდა დასრულდეს. რუსეთის სამხედრო მრეწველობისთვის კომპონენტებისა და აღჭურვილობის მიწოდება უნდა შეწყდეს“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა აშშ-თან თავდაცვის სფეროში მნიშვნელოვან შეთანხმებებზე მუშაობს.

„უკრაინისთვის Patriot-ებთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილებების მომზადებისთვის ჩვენი გუნდის, ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიისა და ნორვეგიის მადლობელი ვარ“, - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.