ვოლოდიმირ ზელენსკი: როგორც ჩანს, ვიცეპრეზიდენტი რაღაც გზით ამართლებს პუტინის ქმედებებს. ვცდილობ ავხსნა ...

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, აშშ-ს ვიცეპრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ვლადიმირ პუტინის ქმედებებს ამართლებს.
ზელენსკიმ CBS-თან ინტერვიუში წუხილი გამოთქვა, რომ აშშ-ში ჭარბობს რუსული ნარატივები, ზოგს კი დღემდე სჯერა, რომ რუსეთი აგრესორი არ არის.
"ეს ტონის ცვლილება, რეალობის ცვლილება, დიახ რეალობის ცვლილება და ამ რეალობის ცვლილებაში მონაწილეობის მიღება არ მინდა", – თქვა ზელენსკიმ.
მან კიდევ ერთხელ ხაზგასმით თქვა, რომ უკრაინა არავის დასხმია თავს და აშშ-ს ვიცეპრეზიდენტი გააკრიტიკა:
"როგორც ჩანს, ვიცეპრეზიდენტი რაღაც გზით ამართლებს პუტინის ქმედებებს. ვცდილობ ავხსნა: შეუძლებელია რაღაც შუალედურის პოვნა. არის აგრესორი და არის მსხვერპლი. რუსეთი აგრესორია, ჩვენ – მსხვერპლი".
ინტერვიუს მსვლელობისას ზელენსკიმ ასევე თავის ამერიკელ კოლეგას, დონალდ ტრამპს, უკრაინაში ვიზიტი შესთავაზა, რათა უკეთ მიხვდეს, იმ ნგრევას, რომელიც რუსეთის ინტერვენციას მოყვა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.