„ახლა უკრაინაში საჰაერო განგაშია“ - ვოლოდიმირ ზელენსკი პუტინის „სააღდგომო ზავს“ ეხმაურება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სააღდგომოდ ვლადიმირ პუტინის მიერ გამოცხადებულ ცეცხლის შეწყვეტის ბრძანებას სოციალურ ქსელებში გამოეხმაურა და დაწერა, რომ “შაჰიდები” უკრაინის ცაში - ეს არის პუტინის ნამდვილი დამოკიდებულება აღდგომისადმი და ადამიანების სიცოცხლისადმი“.
უკრაინის პრეზიდენტი წერს, რომ ახლა უკრაინაში საჰაერო განგაშია. მისი ინფორმაციით, 17:15 საათზე უკრაინის ცაზე რუსული თავდასხმითი დრონებია დაფიქსირებული.
„უკრაინულმა საჰაერო თავდაცვამ და ავიაციამ უკვე დაიწყეს თავდაცვაზე მუშაობა“, - წერს ზელენსკი.
19 აპრილს რუსულმა მედიამ კრემლზე დაყრდნობით, გაავრცელა ცნობა, რომ მოსკოვის დროით 18 საათიდან 21 აპრილის 00:00 საათამდე პუტინმა "სააღდგომო ზავი" აამოქმედა.
ფორუმი
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.