ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი „სააღდგომო ზავზე“ - ახლა უკრაინაში საჰაერო განგაშია - „შაჰედები“ ჩვენს ცაში, ეს არის პუტინის ნამდვილი დამოკიდებულება აღდგომისადმი და ადამიანების სიცოცხლისადმი

ვოლოდიმირ ზელენსკი „სააღდგომო ზავზე“ - ახლა უკრაინაში საჰაერო განგაშია - „შაჰედები“ ჩვენს ცაში, ეს არის პუტინის ნამდვილი დამოკიდებულება აღდგომისადმი და ადამიანების სიცოცხლისადმი

ჩვენს ცაში მყოფი „შაჰედები“ არის აღდგომისადმი და ადამიანების სიცოცხლისადმი პუტინის ნამდვილი დამოკიდებულება,- ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პუტინის მიერ ე.წ. „სააღდგომო ზავის“ გამოცხადებას და ამის შემდეგ კიევზე დრონებით განხორციელებულ თავდასხმას.
„რაც შეეხება პუტინის მორიგ მცდელობას ადამიანების სიცოცხლით ითამაშოს - ახლა უკრაინაში საჰაერო განგაშია. 17:15 საათზე ჩვენს ცაში რუსული თავდასხმითი დრონებია დაფიქსირებული.
უკრაინულმა საჰაერო თავდაცვამ და ავიაციამ უკვე დაიწყეს თავდაცვაზე მუშაობა. “შაჰედები” ჩვენს ცაში - ეს არის პუტინის ნამდვილი დამოკიდებულება აღდგომისადმი და ადამიანების სიცოცხლისადმი,” - წერს ზელენსკი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.