ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი ნატო-ს სამიტზე დასასწრებად ანკარაში ჩავიდა

ვოლოდიმირ ზელენსკი ნატო-ს სამიტზე დასასწრებად ანკარაში ჩავიდა

ვოლოდიმირ ზელენსკი ანკარაში ნატო-ს სამიტზე დასასწრებად ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ანკარაში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში თავდაცვის ინდუსტრიის ფორუმზე სიტყვით გამოვა, ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს და ასევე, საღამოს დაგეგმილ ნატო-ს ლიდერების ვახშამს დაესწრება.

მოსალოდნელია, რომ ნატო-ს სამიტის ფარგლებში ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გუშინ თეთრ სახლში განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულების საკითხს ანკარაში, ნატო-ს სამიტზე განიხილავს.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ივლისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.