არქივი7 ივლისი, 2026, 16:11
დონალდ ტრამპი ანკარაში, ნატო-ს სამიტზე ჩავიდა

დონალდ ტრამპი ანკარაში, ნატო-ს სამიტზე ჩავიდა, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აეროპორტში თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დახვდა.
დონალდ ტრამპი რეჯეფ თაიფ ერდოღანთან თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს.
ასევე, აშშ-ის პრეზიდენტი დღეს საღამოს დაგეგმილ ნატო-ს ლიდერების ოფიციალურ ვახშამში მიიღებს მონაწილეობას.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ივლისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.