ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინას აშშ-სთან Patriot-ის რაკეტების ყოველთვიურად მიწოდების შესახებ შეთანხმება აქვს

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინას აშშ-სთან Patriot-ის რაკეტების ყოველთვიურად მიწოდების შესახებ შეთანხმება აქვს

უკრაინას აშშ-სთან Patriot-ის რაკეტების ყოველთვიურად მიწოდების შესახებ შეთანხმება აქვს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბელგრადში, სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„უკრაინაში ომის პირველივე დღეებიდან ბალისტიკური რაკეტების მოსაგერიებლად არაფერი იყო. ეს ძალიან რთულია. პირველ რიგში, ვის აქვს ანტიბალისტიკური რაკეტები და სისტემები? მწარმოებელს. ეს ამერიკის შეერთებული შტატებია. შეუძლიათ თუ არა მათ დახმარება? ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. ყოველთვიურად მოგვაწვდიან თუ არა რაკეტებს? დიახ. ჩვენ შეთანხმებები გვაქვს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რაკეტების ეს რაოდენობა საკმარისი არ არის.

„საკმარისია თუ არა ეს რაკეტები? არა“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.