ვოლოდიმირ ზელენსკი: ლუკაშენკოს თეთრ შპიცს ბელარუსის მოსახლეობაზე მეტი უფლებები აქვს – ევროპამ არ უნდა დაკარგოს არცერთი ერი, რომელიც თავისუფლებით ცხოვრობს

სამწუხაროდ, ახლა ლუკაშენკოს თეთრ შპიცს ბელარუსის მოსახლეობაზე მეტი უფლებები აქვს, 2020 წელს ამის შეცვლის შანსი არსებობდა და დარწმუნებული ვარ, კიდევ იქნება შანსი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვილნიუსში განაცხადა.

მისი თქმით, მაშინ ბელარუსების მიმართ მხარდაჭერა საკმარისი არ იყო.

„ახლა კი ყველანი ვგრძნობთ, რამდენად რთული, რამდენად ძვირი და რამდენად საშიში გახდა ეს ყველასთვის ბელარუსის მოსკოვზე დამოკიდებულების გამო – დამოკიდებულების, რომელიც არ მცირდება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რეაქტიული „შაჰედის“ დრონების რუსი ოპერატორები უკრაინის წინააღმდეგ ბელარუსის ტერიტორიიდან მოქმედებენ.

„რუსეთი ბელარუსს იყენებს, როგორც პლატფორმას ევროპისა და მსოფლიოს „ორეშნიკის“ იარაღით შანტაჟისთვის. ბელარუსის ინდუსტრია რუსეთის ომისთვის მუშაობს და ბელარუსული სავაჭრო კავშირები პუტინს ეხმარება შეიძინოს კომპონენტები, რომლებიც საჭიროა ევროპაში ჩვენს წინააღმდეგ საშიშროების შესაქმნელად”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ევროპამ არ უნდა დაკარგოს არცერთი ერი, რომელიც თავისუფლებით ცხოვრობს.

„ევროპამ არ უნდა დაკარგოს დრო. სწორედ ამიტომ, ყოველდღე, ჩვენ ყველამ ევროპაში უნდა ვიმუშაოთ ძლიერი ევროპისთვის“,- აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

რატი იონათამიშვილი: , არც ბიძინა ივანიშვილი და არც „ქართული ოცნების“ რომელიმე წარმომადგენელი არ ამბობს, თითქოს, აბასთუმანი ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა, თუმცა ვერავინ უარყოფს, რომ მიტოვებული და მივიწყებული უნიკალური კურორტისთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვა სწორედ მისი დამსახურებაა