ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი: ყველამ ნათლად უნდა გაიგოს რუსეთიდან მომავალი საფრთხე

ვოლოდიმირ ზელენსკი: ყველამ ნათლად უნდა გაიგოს რუსეთიდან მომავალი საფრთხე

რუსებმა, მხოლოდ ამ კვირაში, უკრაინის წინააღმდეგ 1 700-ზე მეტი თავდასხმის დრონი, 1 380-ზე მეტი მართვადი საჰაერო ბომბი და სხვადასხვა ტიპის 69 რაკეტა გაუშვეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი განცხადებით, რუსეთის მთავარი სამიზნეები უკრაინის ენერგეტიკული სექტორი, კრიტიკული ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი შენობებია.

„რუსეთის მიერ განხორციელებული ყოველი მასიური თავდასხმა შეიძლება დამანგრეველი აღმოჩნდეს. სწორედ ამიტომ არის ყოველდღიურად საჭირო საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტები და ვაგრძელებთ შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან თანამშრომლობას ჩვენი ცის უფრო ძლიერი დაცვის უზრუნველსაყოფად“, - წერს ზელენსკი.

მისი ინფორმაციით, დღეს ვილნიუსში კოორდინაციას ახდენენ ლიეტუვასა და პოლონეთთან.

„ვმუშაობთ ყველა ლიდერთან უკრაინის გასაძლიერებლად. ყველამ ნათლად უნდა გაიგოს რუსეთიდან მომავალი საფრთხე და სწორედ ჩვენი ერები ხვდებიან ამას ყველაზე კარგად. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვეხმარება მტკიცედ დგომაში“, - წერს ზელენსკი.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.