– რუსებმა იანვარში უკრაინის წინააღმდეგ 6000-ზე მეტი დრონი, დაახლოებით 5500 მართვადი საჰაერო ბომბი და სხვადასხვა ტიპის 158 რაკეტა გაუშვეს

რუსებმა იანვარში უკრაინის წინააღმდეგ 6000-ზე მეტი დრონი, დაახლოებით 5500 მართვადი საჰაერო ბომბი და სხვადასხვა ტიპის 158 რაკეტა გაუშვეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„თითქმის ყველა ენერგეტიკის სექტორის, რკინიგზისა და ჩვენი ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ იყო მიმართული. ვაფიქსირებთ რუსეთის მცდელობას, რომ ქალაქებსა და დასახლებებს შორის კავშირი გაანადგუროს. სწორედ ამიტომ, ცის დაცვის საკითხი კვლავ აქტუალურია“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.
ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შაბათს საღამოს უკრაინაში შექმნილ ენერგეტიკულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გაავრცელა და 31 იანვარს უკრაინის დიდ ნაწილში ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზებზე ისაუბრა.
„მოლდოვასა და უკრაინას შორის ხაზებმა მუშაობა შეწყვიტა. მიზეზების დადგენა გრძელდება, თუმცა არ არსებობს გარე ჩარევის ან კიბერშეტევის მტკიცებულება. სავარაუდოდ, ხაზების გაყინვა და ავტომატური გათიშვა ამინდის პირობებმა გამოიწვია“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.ს

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”