არქივი28 იანვარი, 2026, 16:33
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ომის შემდგომი აღდგენის შეთანხმებაზე შეერთებულ შტატებთან მეტი მუშაობაა საჭირო

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ომის შემდგომი აღდგენის შეთანხმებაზე შეერთებულ შტატებთან მეტი მუშაობაა საჭირო.
„ამერიკულ მხარესთან მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. მადლობას ვუხდი აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს მოლაპარაკებებში მათი კონსტრუქციული მიდგომისთვის“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ, თავის მხრივ, უკრაინული მხარეც განაგრძობს აქტიურად მუშაობას.
„ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მივაღწიოთ შედეგებს“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.