არქივი8 დეკემბერი, 2025, 17:55
ვოლოდიმირ ზელენსკი, ემანუელ მაკრონი და ფრიდრიხ მერცი დაუნინგ სტრიტზე მივიდნენ

ვოლოდიმირ ზელენსკი, ემანუელ მაკრონი და ფრიდრიხ მერცი დაუნინგ სტრიტზე მივიდნენ, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
გერმანიის კანცლერს, უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს დაუნინგ სტრიტზე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი დახვდა.
მოსალოდნელია, რომ შეხვედრის შემდეგ ლიდერები მედიასთან კომენტარებს გააკეთებენ.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ცნობით, ლიდერები „ყურადღებას გაამახვილებენ მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებსა და შემდეგ ნაბიჯებზე“.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.