ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შეხვდება

ვოლოდიმირ ზელენსკი სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შეხვდება

ვოლოდიმირ ზელენსკი სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შეხვდება, - ინფორმაციას გამოცემა Axios-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ორშაბათს, ბერლინში შეხვდებიან.
ასევე, გამოცემა წერს, რომ უიტკოფთან და კუშნერთან მოლაპარაკებებში მონაწილეობას საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი მიიღებენ.
შეგახსენებთ, გუშინ გერმანიის მთავრობამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების მიზნით ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელი ლიდერების ბერლინში ვიზიტი 15 დეკემბერს იყო დაგეგმილი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.