ვოლოდიმირ ზელენსკი და ემანუელ მაკრონი ევროპელ ლიდერებს ესაუბრნენ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ევროპელ ლიდერებს ესაუბრნენ, – ინფორმაციას The Guardian-ი ელისეის სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებს.
ელისეის სასახლის ცნობით, პარიზში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ემანუელ მაკრონმა ევროპელ ლიდერებთან სატელეფონო საუბარი გამართეს.
გამოცემა წერს, რომ სატელეფონო საუბარში გერმანიის, პოლონეთის, იტალიის, ნორვეგიის, ფინეთის, დანიის, ნიდერლანდების, ნატო-სა და ევროკავშირის ლიდერები მონაწილეობდნენ.
სატელეფონო საუბრის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება