ლონდონის შემდეგ ბრიუსელში ჩავა

ლონდონში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს და გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს შეხვდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, სერგეი ნიკიფოროვმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქში ვიზიტის დასრულების შემდეგ ის ბრიუსელში გაფრინდება.
ნიკიფოროვის განცხადებით, ლონდონში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებთან მოკლე შეხვედრით დაიწყება, რის შემდეგაც ვოლოდიმირ ზელენსკი, კირ სტარმერი, და ფრიდრიხ მერცი მედიასთან კომენტარებს გააკეთებენ. ამის შემდეგ ისინი ვიდეოზარის საშუალებით ევროკავშირის, ევროპული ქვეყნებისა და ნატო-ს ლიდერებს გაესაუბრებიან.
დღეს საღამოს ზელენსკის ბრიუსელში ელოდებიან, სადაც ის ნატო-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიო კოშტას და ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – „ოცნების” პირობებში ადამიანის სიცოცხლე მხოლოდ სტატისტიკის ნაწილია – დიუშენის მედიკამენტური მკურნალობა შეიძლება ძვირია, მაგრამ საპირწონედ დგას ბავშვების სიცოცხლე

ნიკა მელია – ჩემთვის გამოუცნობია, როგორ ხერხდება, რომ ამბიციური პოლიტიკოსები წელიწადში ათჯერ მოხვდნენ ბრიუსელში და არც ერთხელ ზუგდიდში?! – სწორია – ათჯერ ზუგდიდში, საკმარისია – ერთხელ ბრიუსელში!