ვოლოდიმირ ზელენსკი – ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მოლდოვის, უკრაინისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია

ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მოლდოვის, უკრაინისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კოპენჰაგენში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„წინსვლის დროა. ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მოლდოვის, უკრაინისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ რეალური პროგრესი გვჭირდება. უკრაინამ სკრინინგის პროცესი დაასრულა და პირველი კლასტერის გახსნისთვის მზად ვართ. ეს უნდა გაკეთდეს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის გამარჯვება მიულოცა.
„მინდა მაია სანდუს მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მივულოცო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები იყო. ევროპამ გაიმარჯვა. მოლდოვამ გაიმარჯვა“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება