– მოლდოვის არჩევნებმა აჩვენა, რომ რუსეთის დესტაბილიზაციის გამომწვევი საქმიანობა მარცხდება, ევროპაში კი მოლდოვა იმარჯვებს

ვესაუბრე მოლდოვას პრეზიდენტს, მაია სანდუს. მოხარული ვარ, მივულოცო მაიას ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება და წარმატებები ვუსურვო, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი განცხადებით, ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ რუსეთის დესტაბილიზაციის გამომწვევი საქმიანობა მარცხდება, ევროპაში კი მოლდოვა იმარჯვებს.
„რუსული დივერსია, მუდმივი დეზინფორმაცია – ამ ყველაფერმა შედეგი არ გამოიღო. მნიშვნელოვანია, რომ მოლდოვა ეფექტურად იცავდა თავს საფრთხეებისგან ყველასთან ერთად, ვინც დახმარება გაუწია. ჩვენ ყოველთვის ვუჭერთ მხარს მოლდოვას. გავაგრძელებთ ერთად მუშაობას. გამოწვევების ერთობლივად დაძლევას და ისეთი მომავლის აშენებას, სადაც ჩვენს ხალხებს ექნებათ ძლიერი პერსპექტივები – უსაფრთხოებაში, ეკონომიკაში და შესაბამისად, სოციალურ ცხოვრებაში“, – წერს ზელენსკი.
ცნობისთვის, მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმების 99.91 პროცენტის დათვლის შედეგად, საპარლამენტო არჩევნებში მოლდოვის მმართველი „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ ხმათა 50.16 პროცენტით ლიდერობს.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: სად არიან ის კომპანიები, რომლებსაც პარლამენტში დაატარებდნენ და ფასების უკანონო შეთანხმებაში სდებდნენ ბრალს? სად არიან ბობოლა ნავთობიმპორტიორები, რომლებიც წლების განმავლობაში გარიგებული მაღალი ფასებით ძარცვავენ ხალხს?…

მიხეილ სააკაშვილი – 26 მაისი ყველამ უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალკე ეპიზოდური აქცია, უნდა გადაიზარდოს თანმიმდევრულ საპროტესტო გაშლილ ფრონტში – საქართველოს გასათავისუფლებლად