დღეს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება

ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ უკრაინელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ფრანს-პრესის“ ცნობით, რუსეთთან დღეს დაგეგმილი მოლაპარაკებების შესახებ გადაწყვეტილებას უკრაინის პრეზიდენტი, თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ მიიღებს.
„პრეზიდენტი თავის ვიზიტს ანკარაში ერდოღანთან იწყებს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს შემდგომი ნაბიჯების შესახებ გადაწყვეტილებას“, – განუცხადა სააგენტოს წყარომ.
შეგახსენებთ, დღეს სტამბოლში უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებია დაგეგმილი.
უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი და ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი დიპლომატიურ საკითხებში იგორ ჟოვკვა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო-ძლიერი საქართველო“ – “ქართულ ოცნებას” მოუწევს გაიაზროს, რომ ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსის უკანონო პატიმრობის პირობებში სრული პასუხისმგებლობა ელენე ხოშტარიას სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე მათ ეკისრებათ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩემთვის და მიშასთვისაც იდეალური იქნებოდა თინა ბოკუჩავას თავჯდომარეობით „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემი ინტეგრაცია – ამ პარტიაში ჩემს თავს მენეჯერად განვიხილავ, იქნებ თავჯდომარე ასეთიც შეიძლება იყოს