ვოლოდიმირ ზელენსკი ანკარაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ანკარაში ჩავიდა. უახლოეს მომავალში ის თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება.
აეროპორტში ჟურნალისტებთან საუბრისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის დელეგაცია “უმაღლესი დონისაა”, მათ შორის არიან საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა, სამხედრო და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და “ყველა სადაზვერვო სააგენტოს” ხელმძღვანელები.
ცნობისთვის, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციები სტამბოლში იმყოფებიან. მხარეებს შორის მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა.
უკრაინის დელეგაციაში შედიან: პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, საგარეო საქმეთა მინისტრი რუსტემ უმეროვი, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი და ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი დიპლომატიურ საკითხებში იგორ ჟოვკვა.
რუსული დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი, არმიის გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი იგორ კოსტიუკოვი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ფომინი. დელეგაციის შემადგენლობაში რუსეთის პრეზიდენტი არ არის.

ასევე დაგაინტერესებთ

კოტე ერისთავი: სისხლის სამართლის პოლიტიკის მოულოდნელი გამკაცრება, ზოგადად, მაშინ ხდება ხოლმე, როცა ხელისუფლება თვლის, რომ კრიზისია (პოლიტიკური, ეკონომიკური, ომი ა.შ) და საჭიროა საკუთარი ძალაუფლებისა და სიმტკიცის დემონსტრირება

გიორგი არქანია: ისტორიის, მე-10 კლასის ახალ სახელმძღვანელოზე: ყველაზე მეტად გამაკვირა ფაქტობრივმა შეცდომებმა, რომელთა რაოდენობა ასეთი მცირე მოცულობის, თანაც სასკოლო სახელმძღვანელოს გაკვეთილისთვის (!) საგანგაშოა

ფიქრია ჩიხრაძე – რუსული მთავრობა საქართველოს ისტორიას აყალბებს! – სახელმძღვანელოების ავტორები არიან, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული პირები და მათ ეს შესაძლებლობა გამოიყენეს პარტიული ნარატივების სახელმძღვანელოებში გადმოსატანად