ანკარაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავი ანკარის აეროპორტში დაეშვა. უახლოეს მომავალში ის თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება.

ამის შემდეგ, ცნობილი გახდება უკრაინის პრეზიდენტის ნაბიჯები რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში.

აეროპორტში ჟურნალისტებთან საუბრისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის დელეგაცია “უმაღლესი დონისაა”, მათ შორის არიან საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა, სამხედრო და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და “ყველა სადაზვერვო სააგენტოს” ხელმძღვანელები.

“ჩვენ უნდა გვესმოდეს, რა დონისაა რუსული დელეგაცია, რა მანდატი აქვთ და შეუძლიათ თუ არა მათ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება. რადგან ყველამ ვიცით, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს რუსეთში”, – თქვა ზელენსკიმ Kyivindependent-ის ცნობით.

ცნობისთვის, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციები სტამბოლში იმყოფებიან. მხარეებს შორის მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა.

უკრაინის დელეგაციაში შედიან : პრეზიდენტი , საგარეო საქმეთა მინისტრი რუსტემ უმეროვი, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი და ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი დიპლომატიურ საკითხებში იგორ ჟოვკვა.

ცნობილია ასევე რუსული დელეგაციის შემადგენლობაც – მასში შედიან: რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი, არმიის გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი იგორ კოსტიუკოვი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ფომინი. დელეგაციის შემადგენლობაში რუსეთის პრეზიდენტი არ არის.

წყარო

 

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო-ძლიერი საქართველო“ – “ქართულ ოცნებას” მოუწევს გაიაზროს, რომ ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსის უკანონო პატიმრობის პირობებში სრული პასუხისმგებლობა ელენე ხოშტარიას სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე მათ ეკისრებათ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩემთვის და მიშასთვისაც იდეალური იქნებოდა თინა ბოკუჩავას თავჯდომარეობით „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემი ინტეგრაცია – ამ პარტიაში ჩემს თავს მენეჯერად განვიხილავ, იქნებ თავჯდომარე ასეთიც შეიძლება იყოს