ანკარაში ვოლოდიმირ ზელენსკისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა მიმდინარეობს

ანკარაში ვოლოდიმირ ზელენსკისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, უკრაინისა და თურქეთის პრეზიდენტების, ვოლოდიმირ ზელენსკისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა ანკარაში, პრეზიდენტის სასახლეში მიმდინარეობს.
ცნობისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ანკარაში ჩასვლისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთთან დღეს დაგეგმილი მოლაპარაკებების შესახებ გადაწყვეტილებას რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ მიიღებს.
„ჩვენ მაღალი დონის დელეგაცია გვყავს, რუსებს კი როგორც ჩანს ბუტაფორიული. ვნახოთ, აქვთ თუ არა მათ გადაწყვეტილების მიღების მანდატი, რადგან ყველამ ვიცით რუსეთში გადაწყვეტილებებს ვინ იღებს. ფორმატს რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ განვიხილავთ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
სტამბოლში, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის გასამართი შეხვედრის დაწყების ზუსტი დრო და ფორმატი ჯერჯერობით უცნობია.

ასევე დაგაინტერესებთ

კოტე ერისთავი: სისხლის სამართლის პოლიტიკის მოულოდნელი გამკაცრება, ზოგადად, მაშინ ხდება ხოლმე, როცა ხელისუფლება თვლის, რომ კრიზისია (პოლიტიკური, ეკონომიკური, ომი ა.შ) და საჭიროა საკუთარი ძალაუფლებისა და სიმტკიცის დემონსტრირება

გიორგი არქანია: ისტორიის, მე-10 კლასის ახალ სახელმძღვანელოზე: ყველაზე მეტად გამაკვირა ფაქტობრივმა შეცდომებმა, რომელთა რაოდენობა ასეთი მცირე მოცულობის, თანაც სასკოლო სახელმძღვანელოს გაკვეთილისთვის (!) საგანგაშოა

ფიქრია ჩიხრაძე – რუსული მთავრობა საქართველოს ისტორიას აყალბებს! – სახელმძღვანელოების ავტორები არიან, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული პირები და მათ ეს შესაძლებლობა გამოიყენეს პარტიული ნარატივების სახელმძღვანელოებში გადმოსატანად