ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მიუნხენის კონფერენციის მონაწილეებს ეკრანზე აჩვენა ერთ-ერთი რუსული დარტყმის გრაფიკული ვიზუალი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მიუნხენის კონფერენციის მონაწილეებს ეკრანზე აჩვენა ერთ-ერთი რუსული დარტყმის გრაფიკული ვიზუალი
💬 „ამჟამად შეგიძლიათ იხილოთ რუსული დარტყმების ერთ-ერთი ვიზუალიზაცია. რუსეთმა გაუშვა 24 ბალისტიკური რაკეტა, 1 მართვადი საჰაერო რაკეტა და 219 გამანადგურებელი დრონი და ეს მხოლოდ ერთი შეტევაა, ერთ ღამეში. ჩვენმა საჰაერო თავდაცვის სისტემამ გამოიყენა რაკეტები, რომლებიც ჩვენმა პარტნიორებმა კვირას მოგვაწოდეს. ხუთშაბათს ღამით ისინი უკვე იცავდნენ ჩვენს ცას. და ეს მხოლოდ ერთი ღამეა და რუსული თავდასხმები თითქმის ყოველ ღამე ხორციელდება. წარმოგიდგენიათ ეს?“ | განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.
🔴 ზელენსკის თქმით, უკრაინაში არ არსებობს არც ერთი ელექტროსადგური, რომელიც რუსული იერიშების შედეგად არ დაზიანებულა
💬 „ერთ-ერთი ყველაზე ცუდი, რაც მეომარი ქვეყნის ლიდერმა შეიძლება მოისმინოს, არის ის, როდესაც საჰაერო თავდაცვის მეთაური ამბობს, რომ საზენიტო რაკეტების მარაგი ცარიელია, ისინი რუსული თავდასხმის მოსაგერიებლად გამოიყენეს“ | დასძინა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს