Reuters – ფრიდრიხ მერცი მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში მარკო რუბიოსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება

ფრიდრიხ მერცი მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში მარკო რუბიოსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება, – ინფორმაციას Reuters-ი გერმანიის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი პარასკევს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოვა.
„კანცლერმა არაერთხელ განაცხადა, რომ ის არ არის მათ შორის, ვინც თვლის, რომ ჩვენ -ზე უარი უნდა ვთქვათ. ველი, რომ სიტყვით გამოსვლისას ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში წინსვლის გზას ჩამოაყალიბებს“, – განაცხადა გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა.
ფრიდრიხ მერცი -ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოსა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გარდა კონფერენციის ფარგლებში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვანგ იისაც შეხვდება.
ცნობისთვის, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 13-15 თებერვალს გაიმართება. კონფერენციაზე აშშ-ის დელეგაციას სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უხელმძღვანელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”