ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი: არის გარკვეული სიგნალები ამერიკის მხრიდან, პრეზიდენტი ტრამპისგან: „კომპრომისზე წასვლის დროა“ - ჩვენ ბევრ კომპრომისზე წავედით

ვოლოდიმირ ზელენსკი: არის გარკვეული სიგნალები ამერიკის მხრიდან, პრეზიდენტი ტრამპისგან: „კომპრომისზე წასვლის დროა“ - ჩვენ ბევრ კომპრომისზე წავედით

ეს არის რუსების გიჟური ომი ხალხის წინააღმდეგ. მისი შეჩერება იოლი არ არის. ჩვენ არ შეგვიძლია შევაჩეროთ ის, რადგან ეს რუსეთს არ სურს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამოცემა POLITICO-ს განუცხადა.

„არის გარკვეული სიგნალები ამერიკის მხრიდან, პრეზიდენტი ტრამპისგან. ისინი ამბობენ: შეხედეთ, კომპრომისზე წასვლის დროა, შეგიძლიათ წინ გადადგათ ნაბიჯები. ჩვენ ბევრ კომპრომისზე წავედით. პუტინი და მისი მეგობრები ციხეში არ არიან. ეს უდიდესი კომპრომისია. ეს არის ყველაზე დიდი კომპრომისი, რაზეც მსოფლიო უკვე წავიდა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ომი მხოლოდ ვლადიმერ პუტინზე რეალური ზეწოლის შემთხვევაში დასრულდება.

„ის უარს იტყვის. დღეს ერთი მიზეზი, ხვალ მეორე მიზეზი და ა.შ. ჩვენ გვჭირდება მასზე ზეწოლა. პუტინი შეაჩერებს ამ ომს, თუ მასზე რეალური ზეწოლა მოხდება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, მისი თქმით, უკრაინაში არჩევნების ჩატარების იდეა, რაზეც დონალდ ტრამპი ხშირად საუბრობს, შესანიშნავი იდეაა, თუმცა, ამის განსახორციელებლად მას აშშ-ის პრეზიდენტის დახმარება სჭირდება.

„თუ პრეზიდენტი მომცემს ორი, სამი თვით ცეცხლის შეწყვეტას, პუტინზე ზეწოლის გზით, არჩევნებს ჩავატარებთ“, - განუცხადა ზელენსკიმ POLITICO-ს.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.