ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის სენატში დაგეგმილი ბრიფინგი გააუქმა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეერთებული შტატების სენატორებისთვის დაგეგმილი ონლაინ ბრიფინგი ბოლო მომენტში გააუქმა.
მედიის ინფორმაციით, სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა ბრიფინგის გადადების მიზეზი არ დააკონკრეტა, თუმცა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი აღარ აპირებს ბრიფინგზე დასწრებას ბოლო მომენტში წარმოშობილი საკითხის გამო.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების მხარდაჭერის გარეშე უკრაინის დამარცხების დიდი რისკი არსებობს.
ცნობისათვის, ამჟამად აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან :
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!