ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებს ზელენსკიმ „გამარჯვების გეგმა“ გააცნო

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებს ზელენსკიმ „გამარჯვების გეგმა“ გააცნო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თავის ყოველდღიურ მიმართვაში, აშშ-ში ვიზიტის შედეგებზე ილაპარაკა, რომლის ფარგლებშიც მან „ომში გამარჯვების“ საკუთარი გეგმა წარადგინა.
ზელენსკის სიტყვებით, ამერიკის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან, ვიცე-პრეზიდენტთან კამალა ჰარისთან და პრეზიდენტობის კანდიდატთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრისას მან გეგმის თითოეული პუნქტი განიხილა.
„უკრაინისთვის ყველა მნიშვნელოვანი პუნქტი პარტნიორებს მაგიდაზე უდევთ. ყველაფერი განიხილება. დიაპაზონი, თავდაცვის პაკეტი, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რუსეთის აქტივებთან დაკავშირებული ნაბიჯები“, - ამბობს ზელენსკი.
სიტყვა „დიაპაზონში“ ის გულისხმობს ამერიკისადმი უკრაინის ბოლო დროის მთავარ თხოვნას: შეიცვალოს შეზღუდვები დასავლური რაკეტებით რუსეთის სიღრმეში დარტყმების განხორციელებაზე. დასავლური მედიის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი შიშობს, რომ ეს ნაბიჯი მოახდენს ომის ესკალაციას და ამ პროცესში ნატოს ჩათრევას.
ტრამპთან შეხვედრას ზელენსკიმ „ძალიან პროდუქტიული და დეტალური“ უწოდა. მისი თქმით, პრეზიდენტობის კანდიდატთან შეხვედრა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა:

„უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, რომ ამერიკას მისი პირდაპირ ესმოდეს და ეს ასეცაა. ეს რუსული ომი უნდა დასრულდეს, უნდა დასრულდეს სამართლიანად, რომ ვერცერთმა აგრესორმა ვეღარ განახორციელოს ის, რასაც რუსეთი აკეთებს“, - ამბობს ზელენსკი.
ომის „სამართლიან“ დასრულებაზე ზელენსკისთან შეხვედრაზე ლაპარაკობდა ტრამპიც. ის უკრაინის პრეზიდენტს „ტრამპ ტაუერში“ შეხვედრა.
თავისი ვიდეო-მიმართვა ზელენსკიმ ნიუ-იორკის ერთ-ერთი ქუჩიდან ჩაწერა.

ზელენსკი აშშ-ში 22 სექტემბერს ჩავიდა. აშშ-ში ვიზიტი მან დაიწყო პენსილვანიის შტატში მდებარე ქარხანაში სტუმრობით. ქალაქ სკრენტონში მდებარე ქარხანა უკრაინის არმიისთვის 155-მილიმეტრიან საარტილერიო ჭურვებს აწარმოებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.