ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მოლაპარაკებებისთვის დელეგაციის შემადგენლობა დაამტკიცა

უკრაინის პრეზიდენტმა, მ დაამტკიცა დელეგაციის შემადგენლობა, რომელიც სა და სხვა სახელმწიფოებს შორის უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო შეთანხმებების შემუშავებისა და მომზადების შესახებ მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
დელეგაციას პრეზიდენტის აპარატის უფროსი, ანდრეი ერმაკი უხელმძღვანელებს.
დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან : უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი, კირილ ბუდანოვი, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე, იგორ ჟოვკვა, უკრაინის სტრატეგიული მრეწველობის მინისტრი, ალექსანდრე კამიშინი, უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი, ალექსანდრე ლიტვინენკო, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ვასილი მალიში, უკრაინის თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი და სხვა ოფიციალური პირები.
ანდრეი ერმაკმა დეკემბერში ევროკავშირისა და ნატო-ს იქ ქვეყნები დაასახელა, რომლებიც უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დეკლარაციას ჯერ არ შეერთებიან. კერძოდ, ევროკავშირის წევრი 6 ქვეყანა – ავსტრია, ხორვატია, მალტა, პოლონეთი, და უნგრეთი და ნატო-ს წევრი ქვეყნები : თურქეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი და ხორვატია.

ასევე დაგაინტერესებთ

აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი და ერაყი ირანს პრეზიდენტის ვერტმფრენის ძიების სამუშაოებში დახმარებას სთავაზობს – თურქეთი კი ქვეყანაში ღამის ხედვის ვერტმფრენებს, მანქანებს და პერსონალს აგზავნის