ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის კონგრესის წევრებს "გამარჯვების გეგმის" შესახებ ესაუბრა

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის კონგრესის წევრებს "გამარჯვების გეგმის" შესახებ ესაუბრა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, აშშ-ის კონგრესის ორპარტიულ დელეგაციას შეხვდა და „გამარჯვების გეგმის“ შესახებ ესაუბრა.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ-ის სენატის წევრები ბენ კარდინი, დენ სალივანი, კრისტოფერ მერფი და წარმომადგენელთა პალატის წევრი გრეგორი მიქსი.
შეხვედრის მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს „გამარჯვების გეგმას“, რომელსაც ზელენსკი ამ კვირაში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, აშშ-ის კონგრესს და ორივე საპრეზიდენტო კანდიდატს წარუდგენს.
„ეს არის ძალიან კონკრეტული გეგმა იმის შესახებ, თუ როგორ გავაძლიეროთ უკრაინა რუსეთის მხრიდან რაიმე გადაწყვეტილების ან ზეწოლის გარეშე. ეს გეგმა პუტინის რაიმე გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული არ არის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
გარდა ამისა, ზელენსკიმ დეტალურად ისაუბრა ფრონტზე არსებულ ვითარებაზე, კურსკის ოლქში ოპერაციის მიმდინარეობაზე, უკრაინელი ჯარისკაცების საჭიროებებსა და თავდაცვის პაკეტების დროული მიწოდების მნიშვნელობაზე.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს უკრაინის აღდგენის პროექტების განხორციელების პერსპექტივები. გარდა ამისა, შეხვედრაზე პრეზიდენტმა ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.