ვიქტორ ორბანი – არ ვფიქრობ, რომ რუსეთი ნატო-სთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს, ნატო-ს კი უკრაინაში არაფერი ესაქმება – ტრამპის წყალობით ახალი ომები ხანმოკლე ხდება, ძველებს კი „საწვავი აღარ ჰყოფნით“

ნატო-ს უკრაინაში არაფერი ესაქმება. უკრაინა, ისევე როგორც რუსეთი, ნატო-ს წევრი არ არის და ჩემი ამოცანაა, რომ ასეც დარჩეს, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ჰააგაში, ნატო-ს სამიტზე ჩასვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
უნგრეთის პრემიერი არ თვლის, რომ რუსეთი ალიანსისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს, თუმცა, მისი თქმით, ნატო-ს სამიტის დეკლარაციებში „ამას მუდმივად ახსენებენ“.
„მე არ ვფიქრობ, რომ რუსეთი ნატო-სთვის რაიმე რეალურ საფრთხეს წარმოადგენს. რადგან ჩვენ გაცილებით ძლიერები ვართ“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.
მან აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ტრამპის წყალობით ახალი ომები ხანმოკლე ხდება, ძველებს კი „საწვავი აღარ ჰყოფნით“.

ასევე დაგაინტერესებთ

“რუსი არ არის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ტუ­რის­ტი და ამას ხაზ­გას­მით ვამ­ბობ. იქ, სა­დაც მა­სობ­რი­ვად ჩა­დის რუსი ტუ­რის­ტი, და­სავ­ლეთ ევ­რო­პელ და ზო­გა­დად, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ტუ­რის­ტებს აღარ აქვთ სურ­ვი­ლი, მათ გვერ­დით და­ის­ვე­ნონ“