ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დიმიტრი მედვედევი - ბრიუსელი რუსეთის ნამდვილი მტერია - ევროკავშირი ჩვენთვის არანაკლებ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე ნატო

დიმიტრი მედვედევი - ბრიუსელი რუსეთის ნამდვილი მტერია - ევროკავშირი ჩვენთვის არანაკლებ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე ნატო

ბრიუსელი დღეს რუსეთის რეალური მტერია, ევროკავშირი ჩვენთვის არანაკლებ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი „ტელეგრამ“ არხზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს.
მისი მტკიცებით, რუსოფობიური ორგანიზაციაა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ შურისძიებაზე ოცნებობს. მედვედევის თქმით, ნელ-ნელა, მაგრამ აუცილებლად ევროკავშირი თვითკმარ სამხედრო ბლოკად გარდაიქმნება, რომლის მიზანს ასევე წარმოადგენს ნეონაცისტური კიევის რეჟიმი იმ დონეზე შეაიარაღოს, რომ ის უვნებელი გახდეს.
„ბრიუსელი დღეს რუსეთის ნამდვილი მტერია. ასეთი დამახინჯებული ფორმით, ევროკავშირი ჩვენთვის არანაკლებ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე ჩრდილოატლანტიკური ალიანსი“, - წერს მედვედევი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.