მარკ რუტე – ნატო-ს პირდაპირ საფრთხედ რჩება – უკრაინისთვის ალიანსში გაწევრიანების შეუქცევადი გზა არსებობს, უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა ურყევია და ის გაგრძელდება

რუსეთი ნატო-ს პირდაპირ საფრთხედ რჩება, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ამ ალიანსის წინაშე არსებულ ყველაზე მნიშვნელოვან და პირდაპირ საფრთხედ რუსეთის ფედერაცია რჩება. მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ომს ჩრდილოეთ კორეის, ირანისა და ჩინეთის, ასევე ბელარუსის მხარდაჭერით აგრძელებს. ჩვენ ყველას მშვიდობა და ამ საშინელი ომის დასრულება გვსურს“, – განაცხადა მარკ რუტემ.
მისი თქმით, ალიანსში „კვლავ სჯერათ, რომ უკრაინისთვის ნატოსკენ გზა შეუქცევადია“.
„გასულ წელს ვაშინგტონში ნატო-ს მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ უკრაინის ალიანში გაწევრიანების შეუქცევადი გზა არსებობს. ეს დღესაც ასეა და ამ სამიტის შემდეგაც ასე იქნება. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ იმის უზრუნველყოფა, რომ უკრაინას ის ჰქონდეს, რაც მას დღეს თავის დასაცავად სჭირდება და მომავალში შეკავებისთვის დასჭირდება. უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა ურყევია და ის გაგრძელდება“, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
ცნობისთვის, ნატო-ს 2025 წლის სამიტი ჰააგაში 24-25 ივნისს გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია – ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს ბინძურ სცენარებს, რომელიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ – ეს არის ადამიანი, რომლის სახელს უკავშირდება უახლეს ისტორიაში 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა

კახა კახიშვილი – აპირებენ ჯარიმების შემცირებას, რაც ძალიან კარგია, არასდროსაა ცუდი, როდესაც აღიარებ შეცდომას – სანამ კანონპროექტს მოამზადებდნენ, უნდა გადაეშალათ კრიმინოლოგიის წიგნი და „ანი-ბანი“ შეესწავლათ