ირაკლი კობახიძე – უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე შემცირდა ნატოს მოტივაცია, რომ აქტიურად ისაუბროს გაფართოებაზე – ჩვენ გვაქვს ჩვენი გაცხადებული მიზანი, თუმცა ვაკვირდებით პროცესებს, რომელიც წარიმართება ნატო-ში

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე შემცირდა ნატოს მოტივაცია, რომ აქტიურად ისაუბროს გაფართოებაზე – ჩვენ გვაქვს ჩვენი გაცხადებული მიზანი, თუმცა ვაკვირდებით იმ პროცესებს, რომელიც წარიმართება ნატო-ში,- ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
აღნიშნულით ის საქართველო-ნატო-ს სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივასთან დაკავშირებით დასმული კითხვას უპასუხა.
„მოგეხსენებათ, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე შემცირდა ნატო-ს მოტივაცია, რომ აქტიურად ისაუბროს გაფართოებაზე. ეს არის დღევანდელი მოცემულობა და მდგომარეობა. ჩვენ გვაქვს ჩვენი გაცხადებული მიზანი, თუმცა ვაკვირდებით იმ პროცესებს, რომელიც წარიმართება ნატო-ში“,- აღნიშნა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი აბესაძე: ტრამპ თაუერში ბინების კვადრატული მეტრის ფასი 15,000 დოლარამდე ავაო. ვის წარმოგიდგენიათ ვინმე, ვინც 5 მილიონს ან შეიძლება 10 მილიონსაც გადაიხდის ბინაში, კორპუსში დელისის მეტროსთან და კალაძის საცობებში