არქივი14 დეკემბერი, 2024, 20:07
“ვინ უპირისპირდება ახალგაზრდებს? ჩვენი სიყვარული ხალხია ისინი” – გენო პეტრიაშვილი

სპორტსმენი, ე.წ. პარლამენტარი, გენო პეტრიაშვილი,, რომელიც ოცნების დაანონსებულ ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე იყო მისული, საიდანაც კახა კალაძემ და მამუკა მდინარაძემ, დაშლისკენ მოუწოდეს, ტვ პირველის ჟურნალისტს ეუბნება:
აი, ეს გაუშვით რა, ნუ ამოჭრით… სანამ ჩვენ ამომრჩეველს პატივს არ ვცემთ, არ გაგცემთ კითხვებზე პასუხს. მილიონ 120 000 ადამიანია და პატივი ეცით მათ არჩევანს. ვინ უპირისპირდება ახალგაზრდებს? ჩვენი სიყვარული ხალხია ისინი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.