მიზანმიმართულად ახდენენ ამ ძვირფასი ქართველის შეურაცხყოფას, რაღაც ტენდენციაა, ამ ადამიანების ხელწერაა, მათთვის არ არსებობს არანაირი წმინდა, ქართული, ყველაფერს აყენებენ შეურაცხყოფას – გენო პეტრიაშვილი

მიზანმიმართულად ახდენენ ამ ძვირფასი ქართველის შეურაცხყოფას, რაღაც ტენდენციაა, ამ ადამიანების ხელწერაა, მათთვის არ არსებობს არანაირი წმინდა, ქართული, ყველაფერს აყენებენ შეურაცხყოფას – გენო პეტრიაშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გენო პეტრიაშვილი გამოეხმაურა ლიბერალების გარკვეული ჯგუფის მიერ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ განხორციელებულ ბულინგს.
პეტრიაშვილის თქმით, ლიბერალური ბაბლის წევრები მიზანმიმართულად ახდენენ ხვიჩა კვარაცხელიას შეურაცხყოფას და აცხადებს, რომ მათთვის არ არსებობს არანაირი წმინდა, ქართული და ისინი ყველაფერს აყენებენ შეურაცხყოფას.
„ მიზანმიმართულად ახდენენ ამ ძვირფასი ქართველის შეურაცხყოფას და საერთოდაც, ბოლოს რაღაც ტენდენციაა, მათი ხელწერაა ამ ადამიანების, არც ვიცი ადამიანები თუ უნდა ვუწოდო. მათთვის არ არსებობს არანაირი წმინდა, ქართული, ყველაფერს აყენებენ შეურაცხყოფას. ესენი იქნებიან ქართული სპორტის წარმომადგენლები ის ღირსეული ადამიანები, თუ ქართული ხელოვნების წარმომადგენლები. მე მინდა ამ ადამიანებს მივმართო, აი ამ ძვირფას ადამიანებს, არ მიაქციონ მათ ყურადღება და ჩემი დიდი პატივისცემა ამ ქართველებს, ღირსეულ ხალხს. ხვიჩას მინდა მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო“,- განაცხადა გენო პეტრიაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – 26 მაისის აღნიშვნა მთლიანად წარიმართება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700-წლოვანი იუბილის აღნიშვნის ეგიდით, ძალიან ფართო სპექტრი იქნება ღონისძიებების როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ

ირაკლი კობახიძე – თუ ფორმალურად მაინც გინდა, რომ ჟურნალისტი გერქვას, ფორმალური სოლიდარობა მაინც უნდა გამოხატო კოლეგა ჟურნალისტის მიმართ, როგორც არ უნდა განეკუთვნებოდე კონკრეტულ პარტიულ ბანაკს, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“

პრემიერი დაგეგმილ აქციაზე – ერთხელ კიდევ თუ დაენახებიან გვარამია, ზურა ჯაფარიძე, ვაშაძე და ეს ადამიანები საზოგადოებას, კიდევ უკეთესი ჩვენთვის, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ შეახსენებენ საკუთარ სახეს ჩვენს მოქალაქეებს, სრულიად უსუსურია დღეს რადიკალური ოპოზიცია, ერთმანეთშიც განხეთქილება აქვთ