ჩვენ ხალხი გვიყვარს და ჩვენს გვერდში არიან. არავინ უპირისპირდება ახალგაზრდებს. თქვენც ჩვენი ნაწილი ხართ, ჩვენი ქვეყნის და პროვოკაციებს შეეშვით

ჩვენ ხალხი გვიყვარს და ჩვენს გვერდში არიან. ამ ადამიანებს ეცით პატივი. 1 120 000 ადამიანია და პატივი ეცით ამ ადამიანების არჩევანს. მოკითხვა ჩვენს გულშემატკივარს და დიდი სიყვარული სრულიად საქართველოს ჩვენგან. არავინ უპირისპირდება ახალგაზრდებს, ჩვენი სიყვარული არიან ისინი და გთხოვთ პროვოკაციებს შეეშვით. თქვენც ჩვენი ნაწილი ხართ, ჩვენი ქვეყნის და პროვოკაციებს შეეშვით, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გენო პეტრიაშვილმა „ტვ პირველის“ ჟურნალისტის შეკითხვას, მოაბილიზა თუ არა მან ბიჭები იმისთვის, რომ აქციის მონაწილეებისთვის დაეპირისპირებინა.
როგორც პეტრიაშვილმა აღნიშნა, ის არ აპირებს „ტვ პირველთან“ ინტერვიუს ჩაწერას, სანამ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს და მათ არჩევანს პატივს არ სცემენ. „თქვენ სანამ ჩვენს ამომრჩეველს პატივს არ სცემთ არ ჩავწერთ ჩვენ თქვენთან ინტერვიუს.
არ ცემთ თქვენ პატივს და არ ჩავწერთ ინტერვიუს. ძალიან გთხოვთ პროვოკაციულ კითხვებს შეეშვით. ჩვენ ხალხი გვიყვარს და ჩვენს გვერდში არიან. ამ ადამიანებს ეცით პატივი. 1 120 000 ადამიანია და პატივი ეცით ამ ადამიანების არჩევანს.
მოკითხვა ჩვენს გულშემატკივარს და დიდი სიყვარული სრულიად საქართველოს ჩვენგან. არავინ უპირისპირდება ახალგაზრდებს, ჩვენი სიყვარული არიან ისინი და გთხოვთ პროვოკაციებს შეეშვით. თქვენც ჩვენი ნაწილი ხართ, ჩვენი ქვეყნის და პროვოკაციებს შეეშვით“, – განაცხადა გენო პეტრიაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ისე მისი ოჯახის უსაფრთხოება არის დაცული, სახელმწიფოს აქვს პასუხისმგებლობა, დაიცვას საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება და ამ შემთხვევაშიც უსაფრთხოება დაცულია, ამიტომ, ჩემთვის გაუგებარია განცხადება, რაც გუშინ გამოქვეყნდა

ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის აფხაზეთის მოსახლეობა არის ჩვენი მოსახლეობა – როგორც ქართული, ისე აფხაზური ნაწილი, შესაბამისად ნდობის აღდგენა არის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა. მთლიანად აფხაზეთის მოსახლეობას ჰქონდა სერიოზული ჰუმანიტარული პრობლემა და ეს ჰუმანიტარული პრობლემა გადაიჭრა ჩვენი წყალობით