ხატია ბუნიათიშვილი: ამ ადამიანებს, ახალგაზრდებს სურთ თავიანთი რეალობის შეცვლა. მათ იციან რა უნდათ, მათ უნდათ ევროპა, მათ სურთ არჩევანის თავისუფლება, და ამისთვის ისინი ისჯებიან

„ვგრძნობ იმედგაცრუებას, სასოწარკვეთილი ვარ, განსაკუთრებით იმის გამო, რომ არ შემწევს ძალა რაიმე შევცვალო. ამ ადამიანებს, ახალგაზრდებს სურთ თავიანთი რეალობის შეცვლა. მათ იციან რა უნდათ, მათ უნდათ ევროპა, მათ სურთ არჩევანის თავისუფლება, და ამისთვის ისინი ისჯებიან, საუკუნეების განმავლობაში ამისკენ იღვწოდნენ.
მე არ მეგონა, რომ მათ (ხელისუფლებას) შეეძლო საკუთარი მოქალაქეების ასე დასჯა. ჩემს სამშობლოში ახალგაზრდებს, რომლებიც სულაც არ არიან პოლიტიკასთან დაკავშირებული, ციხეში სვამენ, ისინი უბრალოდ საკუთარი არჩევანის თავისუფლებას იცავენ, მათ სურთ გამოხატვა. ჩვენი მოქალაქეების დასჯა და მათზე ძალადობა ეს სრულიად წარმოუდგენელი, მიუღებელი და გამაოგნებელია“ | თქვა პიანისტმა, ხატია ბუნიათიშვილმა France 2-ის გადაცემაში „20:30 კვირა“ [ფორმულას თარგმანი]

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – რაც არ უნდა რუსთაველის ან საერთოდ, ქალაქის რემონტი გადაწყვიტონ, არაფერს შეცვლის – პროტესტი არ ჩერდება და ეს არის ნიშანი, რომ რეჟიმი ვერაფერს აღწევს, თუ არა იმის მტკიცებას, რომ ძალიან კორუმპირებული, უღირსი და რუსული რეჟიმია