არქივი8 მაისი 2024, 20:06
ექიმი ჩიქოვანზე: შემოყვანილია ქალა-ტვინის ტრავმით, ზოგადი მდგომარეობა საყურადღებოა
ექიმის თქმით, ენმ-ის წევრს, რომელსაც ცოტა ხნის წინ ფიზიკურად გაუსწორდნენ, ქალა-ტვინის ტრავმა აღენიშნება და შესაბამისი კვლევები უტარდება.
"შემოყვანილია პაციენტი ქალა-ტვინის ტრავმით. ზოგადი მდგომარეობა საყურადღეობოა. პაციენტს უტარდება კლინიკა-ლაბორატორიული კვლევები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მონიტორინგი. რჩება კლინიკაში მკურნალობის ჩასატარებლად", - ამბობს ექიმი ჟურნალისტებთან.
ჩიქოვანს თავს საკუთარი სახლის სადარბაზოსთან ორი ადამიანი დაესხა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ის მარტო იმყოფებოდა.
არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 მაისი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.